გაკვეთილის  მთავარი  თემა
მთელი რიცხვების გამოკლება
სწავლების  საფეხური (კლასი)
VII კლასი
მოსწავლეთა  პროფილი
აღნიშნულ  კლასში სწავლობს 7(შვიდიბავშვი.აქედან  2(ორგოგონაა  და  5(ხუთი) ვაჟი.
გაკვეთილის  მიზნები  და   შედეგები
მოსწავლემ  შესძლოს მთელი რიცხვების გამოკლება:
შეძლოს  მიღებული ცოდნის გამოყენება ამოცანების ამოხსნისას.
წინასწარი  ცოდნა
●იცის რიცხვის მოდული.
●შეუძლია  საკოორდინატო წრფეზე მოცემული რიცხვის შესაბამისი წერტილიდან სათავემდე მანძილის გამოსახვა; ●შეუძლია ორი მთელი რიცხვის შედარება ,რიცხვითი წრფის გამოყენებით.
●იცის ერთნაირ ნიშნიანი და სხვადასხვა ნიშნიანი რიცხვების შეკრება.
● მოპირდაპირე რიცხვების შეკრება.( მოცემული რიცხვისა და ნულის შეკრება;)

შეფასების  საგანაი  და პროცედურები
შეფასების  რუბრიკა.
სასწავლო  მასალა  და  ტექნიკური  რესურსები
დაფა,ფერადი  ცარცები, ფურცლები, კომპიუტერი, პროექტორი, კომპიუტერული პროგრამა  WWW.cut-the-knot.org/pythagoras/index.shtaml
გაკვეთილის  მსვლელობა/საკლასო  მენეჯმენტი
გაკვეთილზე  შესვლისას  კითხვა-პასუხის  მეთოდით  ვადგენ მოსწავლეთა  ცოდნის  დონეს.(7 წთ.)
მოსწავლეებს  მთელი რიცხვების გამოკლებას ე. წ. დადებითი და უარყოფითი  მუხტების გამოყენებით შევასწავლი. შევთანხმდებით რომ უარყოფითი ერთულოვანი მუხტი ავღნიშნოთ ასე (●), ხოლო დადებითი ერთეულოვანი მუხტი ავღნიშნოთ -(o) .ასევე  შევთანხმდეთ რომ ერთი უარყოფითი (დადებითი) და ერთი უარყოფითი (დადებითი) მუხტის სხვაობა არის ნული.
ამის შემდეგ დავსვამ შესაბამის კითხვებს:
-  თუ 7 უარყოფით რიცხვს ჩამოვაშორებთ 3 უარყოფით რიცხვს რას მივიღბთ?
-  თუ 7 უარყოფით რიცხვს ჩამოვაშორებთ 10 უარყოფით რიცხვს რას მივიღბთ? (ამ დროს მივცემ მითითებას რომ შეავსონ  7 უარყოფითი რიცხვი იქამდე რომ ადვილად შეძლონ 10-ის გამოკლება.)
- გამოკლებისას  რა შემთხვევაში მიიღება დადებითი რიცხვი?
- გამოკლებისას  რა შემთხვევაში მიიღება უარყოფითი  რიცხვი?
- გამოკლებისას  რა შემთხვევაში მიიღება ნული?

და ასე შემდეგ..
ამის შემდეგ კლასს დაფზე დაუწერ მაგალითებს და ვთხოვ ინდივიდუალურად გააკეთონ რვეულებში.შემდეგ ერთნეთში გავაცვლევინებ წყვილებს რვეულებს და შევამოწმებინებ ერთმანეთის ნამუშევრებს.საჭიროების შემთხვევაში მივცემ შესაბამის მითითებებს.(7 წთ.)
●ამის შემდეგ წყვილებში მივცემ დავალებას , გაარკვიონ რისი ტოლია ამოხსნილ მაგალითებში საკლები. (ვფიქრობთ რომ ეს არ გაუწირდებათ). ასევე ჩამოვაყალიბებინებ წესს. (მთელ რიცხვს მეორე მთელი რიცხვი რომ გამოვაკლოთ, საჭიროა საკლებს მოპირდაპირე რიცხვი მიუმატოთ; ანუ საკლები ტოლია მაკლებისა და სხვაობის ჯამის;)
(5 წთ.)
ინდივიდუალურად მივცემ  დავალებას 1-5. საჭიროების შემთხვევაში მივცემ შესაბამის მითითებებს .(3 წთ.)
●დავყოფ კლასს ორ ჯგუფად და მივცემ 14 და 18  ამოცანებს ამოსახსნელად. პრეზენტაციის საფუძველზე დავადგენ მათ საჭიროებებს აღნიშნულთან დაკავშირებით და  გაუწევ შესაბამის დახმარებას. (15 წთ)
ვისარგებლებ პროექტორით ( ინტერნეტით ) და მოსწავლეებს ვაჩვენებ აღნიშნულ  საკითხთან დაკავშირებულ ინფორმაციას.    (5 წთ.)
მივცემ   მითითებებს  მთელ   კლასს   საშინაო   დავალების   შესრულების  შესახებ .(3 წთ)